logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ
- +

4 ივნისი. 2020. 12:34

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ თავად ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 

 

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. დადებითი პასუხი აქვს ასევე ჩემი ოჯახის ყველა წევრს. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

 

 

big_banner
არქივი