logo_geo
ნინო ლომჯარია „ფეიკნიუსებზე“: ჩემი მოწოდებაა მედიასაშუალებების მიმართ, რომ დაიცვან ეთიკის ნორმები და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ
- +

4 ივნისი. 2020. 16:00

 

 

„ჩემი მოწოდება შეიძლება იყოს მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ, რომ დაიცვან ეთიკის ნორმები და სტანდარტები და მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თუ ცრუ ბრალდებებისაგან“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.

 

მისი თქმით, სახალხო დამცველის წინააღმდეგ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია მუდმივად მიმდინარეობს.

 

„ფეიკნიუსებთან“ დაკავშირებით, ნუ სახალხო დამცველის კომპეტენცია ნამდვილად არ არის აღნიშნული საკითხი, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ზოგადად ადამიანის უფლებების საკითხებზე და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება ზოგადად „ფეიკნიუსების“ გავრცელება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა საჯარო პირი მეტ-ნაკლებად გამხდარა მსხვერპლი მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის, „ფეიკნიუსის“ თუ მაკომპრომეტირებელი, ასე ვთქვათ, კამპანიის. მე მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც სისტემატურად, მაგალითად, სახალხო დამცველის განცხადებები მახინჯდება და ტყუილი არასწორი ფორმით ხდება მისი ორგანიზებულად და სისტემურად გავრცელება და ნამდვილად ეს უარყოფითად აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობაზეც და იმიჯზე იმიტომ, რომ საზოგადოება შედის შეცდომაში და ზოგადად ეკარგება ნდობა ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც უნდა დაიცვას მათი უფლებები. ამიტომ, მე პირადად ძალიან უარყოფითად ვარ, რა თქმა უნდა, განწყობილი ნებისმიერი „ფეიკ ნიუსის“ მიმართ, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს გავრცელებული და რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდება შეიძლება იყოს მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ, რომ დაიცვან ეთიკის ნორმები და სტანდარტები და მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თუ ცრუ ბრალდებებისაგან“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, რაც ოფიციალურად არ დასტურდება. ამასთან, „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ქუჩაში დატოვებული ახალშობილი პოლიციამ იპოვა, პოლიეთილენის პარკში გაახვია და ნაგავში გადააგდო“.

 

 

big_banner
არქივი