logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: ზაფხულში ვირუსის გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით
- +

4 ივნისი. 2020. 16:45

 

 

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა გვექნება და შესაძლოა იმაზე მეტი ინფიცირებული ვიხილოთ, ვიდრე გაზაფხულზე გვყავდა, - ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.​

 

 

მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არსად არაა და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს.

 

 

„ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. მატება აუცილებლად იქნება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, კორონავირუსი იქნება ნაკლებად აქტიური, ანუ ზაფხულში გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით. ზაფხულს, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, კარგი მდგომარეობით შევხვდით. თუ დავიცავთ წესებს, ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულს მშვიდობიანად გადავლახავთ. რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს, არის ექსპერტული მოსაზრება, რომ როგორც სხვა რესპირაციული გამომწვევი კორონაც გააქტიურდება და გარკევული მატება გვექნება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

საქართველოში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

big_banner
არქივი