logo_geo
Bloomberg: დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას სავარაუდოდ არ დაესწრება
- +

5 ივნისი. 2020. 11:09

 

 

დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოდის პანაშვიდებსა და დაკრძალვის ცერემონიას სავარაუდოდ არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

 

 

ფლოიდს ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალავენ.

 

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

 

big_banner
არქივი