logo_geo
ბილ გეითსი: არასოდეს ვყოფილვარ ჩართული ისეთ რაიმეში, რაც მიკროჩიპებთანაა დაკავშირებული
- +

5 ივნისი. 2020. 12:55

 

 

ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი მიკროჩიპებთან და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს ეხმაურება. Microsoft-ის დამფუძნებლის კომენტარს Business Insider-ი ავრცელებს.

 

 

კონსპირაციული თეორიების მიხედვით, ბილ გეითსი თითქოს ვაქცინის გამოყენებას ადამიანებისთვის მიკროჩიპების ჩასასმელად აპირებს.

 

 

„არასოდეს ვყოფილვარ ჩართული ისეთ რაიმეში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული... რთულია უარყო რომ ეს რაღაც, ვინაიდან ეს ძალიან სულელური და უცნაურია“, – აღნიშნა გეითსმა.

 

 

შეგახსენებთ, ბილ გეითსს წლების წინ არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ პანდემიების საფრთხის შესახებ. ის მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომ გადაედგათ უფრო ძლიერი ნაბიჯები პანდემიისთვის მოსამზადებლად.

 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $300 მილიონი შესწირა. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყეს დეზინფორმაციების გავრცელება ინტერნეტით რომ თითქოს გეითსი კორონავირუსის შექმნასთან კავშირში იყო და ამისგან სარგებლის მიღება ჰქონდა დაგეგმილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი