logo_geo
სამების საკათედრო ტაძარს 250 000 ლარის ბუნებრივი აირის დავალიანება აქვს
- +

5 ივნისი. 2020. 15:05

 

 

სამების საკათედრო ტაძარს 250 000 ლარის ბუნებრივი აირის დავალიანება აქვს, რის გამოც ტაძარს ბუნებირივი აირი ჩაუჭრეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განუცხადა.

 

 

„ბუნებრივი აირის 250 000 ლარი აქვს დავალიანება სამების საკათედრო ტაძარს, ოღონდ ეს არის სამი წლის დავალიანება.

 

 

არაფერს არ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მადლიერები ვართ კომპანიის, რომელმაც აქამდე არ ჩაგვიჭრა.

 

 

მანამდე დაახლოებით სამჯერ ჩაგვიჭრეს ბუნებრივი აირი, თუმცა თხოვნის საფუძველზე, რომ პატრიარქი მოდიოდა წირვაზე, აღგვიდგინეს“, – ამბობს იოვანე მჭედლიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი