logo_geo
ვენეციის ისტორიული ცენტრი დაიტბორა
- +

5 ივნისი. 2020. 16:53

 

 

ვენეციის ისტორიული ცენტრის დიდი ნაწილი დაიტბორა, მას შემდეგ, რაც წყლის დონე 116 სანტიმეტრამდე ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა La Stampa ავრცელებს.

 

 

მისივე ცნობით, ივნისში წყლის დონე ასეთ მაღალ ნიშნულს საკმაოდ იშვიათად აღწევს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ორჯერ 2002 წელს (121 სანტიმეტრი) და 2016 წელს (117 სანტიმეტრი) დაფიქსირდა.

 

 

სპეციალისტების განცხადებით, წყლის ასეთი მაღალი დონე გამოწვეულია ატლანტის ოკეანეში არსებული შტორმით, რომელმაც იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი