logo_geo
ქვეყნები, საიდანაც წელს საქართველო ტურისტებს მიიღებს
- +

5 ივნისი. 2020. 17:33

 

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 ივნისს, იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც საქართველო ტურისტებს სავარაუდოდ, წელსვე მიიღებს. ისარაელისა და ბალტიის ქვეყნების გარდა, ჩამონათვალში მოხვდა ავსტრია, საბერძნეთი, ჩეხეთი და უნგრეთი:

 

 

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია.

 

 

კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

 

 

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი