logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: მოდით, ტრანსპორტი დავუთმოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება
- +

5 ივნისი. 2020. 22:20

 

 

თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამით ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას: რატომ არ გაიცა რეკომენდაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჯვარედინად, მეჩხერად განთავსების შესახებ.

 

ხათუნა ზახაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მოკლე მანძილებზე ფეხით გადაადგილდნენ და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ ამის გარდაუვალი საჭიროება არ აქვთ.

 

ზოგ ქვეყანაში არის ასეთი რეკომენდაციები, რომ ტრანსპორტში რაც შეიძლება მცირე რაოდენობით იყვნენ ადამიანები, განთავსდნენ ჭადრაკულად და ა.შ. მაგრამ ასეთივე რეკომენდაცია ჰქონდა შვედეთსაც. ეფექტური გამოდგა თუ არა შვედეთის მაგალითის გადმოტანა საქართველოსთვის, ცხადია, რომ არა. ტრანსპორტის გამოყენების წესებს გარკვეულად ვაყენებთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტრანსპორტით ვმგზავრობთ. თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი. მე ისევ მოვუწოდებ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ გვიდგას,“ - განაცხადა ზახაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი