logo_geo
ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება
- +

6 ივნისი. 2020. 10:35

 

 

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times-ი ავრცელებს.

 

 

მუშაობის დასაწყებად ჯანდაცვის ინსპექტორის ნებართვა იქნება საჭირო. გადასაღებ მოედნებზე სანიტარული კონტროლის გამკაცრებული ზომები იმოქმედებს, კერძოდ, გაუქმდება ე.წ. შვედური მაგიდა, პორტატიული რეკვიზიტი კი ყოველი ცვლის შემდეგ გაირეცხება.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი