logo_geo
შსს მწუხარებას გამოთქვამს, საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების გამო
- +

6 ივნისი. 2020. 12:05

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

 

 

ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი