logo_geo
ვატო წერეთელი: მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას
- +

7 ივნისი. 2020. 00:55

 

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ინგა გრიგოლიას მიერ დირექტორის პოსტის დატოვებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ის გრიგოლიას შემცვლელს არ ეძებს, რადგან თვითონ იქნება არხის გენერალური დირექტორი.

 

 „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ „პირველმა“ მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური.

 

ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ დირექტორის პოსტი დატოვაერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას.

 

არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

 

შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც.

 

წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ „პირველის“ შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.

 

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ „პირველის“ გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად.წარმატებები ჩვენ ყველას ერთად“, – წერს ვატო წერეთელი „ფეისბუქზე“.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ დირექტორის პოსტი დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი