logo_geo
შოტლანდიაში ჩასულებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
- +

7 ივნისი. 2020. 23:19

 

 

შოტლანდიაში საზღვარგარეთიდან ჩასულებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 480 გირვანქა-სტერლინგის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული. ორშაბათიდან ანალოგიური წესი დიდი ბრიტანეთის მთელს ტერიტორიაზე ამოქმედდება.

 

 

ქვეყანაში ჩასვლისთვის ყველა მსურველმა უნდა წარუდგინონ საბუთი, რომელშიც მითითებული იქნება თუ სად აპირებენ იზოლაციის გავლას. ჯარიმის გადახდა მათ მცდარი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაშიც მოუწევთ.

 

 

წესების რამდენჯერმე დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა £5 ათასამდე გაიზრდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი