logo_geo
ბელგიის კლინიკაში ადამიანის ნაცვლად რობოტი დასაქმდა
- +

8 ივნისი. 2020. 02:11

 

 

რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ბელგიის კლინიკაში შეცვალა ადამიანი, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ euronews წერს.

 

 

გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა.

 

 

კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.

 

 

ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის მხოლოდ ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი