logo_geo
ამირან გამყრელიძე: ერთი ინფიცირებული იმ „ფაბრიკაში“ უცებ გადასდებს დაახლოებით ოცს, გეომეტრიული პროგრესია გვექნება
- +

9 ივნისი. 2020. 17:02

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ფაბრიკაში“ შექმნილი სიტუაციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ხალხმრავლობამ შესაძლოა, გეომეტრიული პროგრესია შექმნას.

 

„რაც მე „ფეისბუქზე“ ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში“… ყველას გვინდა, გასაგებია, გარეთ გასვლა, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხნით, სანამ პანდემიაა. ძალიან მომატებული რისკია. ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ „ფაბრიკაში“ უცებ გადასდებს დაახლოებით ოცს და მერე გეომეტრიული პროგრესია გვექნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, „ფაბრიკაში“ არსებული ხალხმრავლობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

 

 

 

 

big_banner
არქივი