logo_geo
რას ამბობს გიული ალასანია სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის შესაძლო დაქორწინებასა და ახალდაბადებულ გოგონაზე
- +

9 ივნისი. 2020. 18:15

 

 

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს ოფიციალურად შორდება და სოფო ნიჟარაძეზე აპირებს დაქორწინებას. ეს ხმები მით უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მომღერალს შვილი შეეძინა და მამის ვინაობა კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

 

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდა სოფო ნიჟარაძესთან ამ ამბების გადამოწმებას, თუმცა, ის მედიასთან არ კონტაქტობს. სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინება გაეგზავნა მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა კითხვები მანაც უპასუხოდ დატოვვა.

 

თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რამაც ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა:

 

„იცით რა? თვითონ ელაპარაკეთ ამაზე ბატონ მიხეილს, მე რა შუაში ვარ?!“ - განაცხადა მან.

 

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი კი ამტკიცებს, რომ მისი შვილის ოჯახში ყველაფერი კარგად არის და არაფერი ხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი