logo_geo
დიდუბის გამგეობამ 23 დაზიანებული სპორტული მოედანი აღადგინა
- +

9 ივნისი. 2020. 20:39

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, დიდუბესა და დიღმის მასივში 23 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

 

აღნიშნული სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც 235 495 ლარი გამოიყო.

 

 

big_banner
არქივი