logo_geo
ჰიუსტონში 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოცხადდა
- +

10 ივნისი. 2020. 15:21

 

 

ქალაქ ჰიუსტონის მერმა, სილვესტერ ტერნერმა 9 ივნისი ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ჰიუსტონის მერმა ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

 

„ჩვენ პატივს მივაგებთ მას არა იმიტომ, რომ ის შესანიშნავი იყო, არამ ედ იმიტომ, რომ როდესაც უკსნასკნელად ამოისუნთქა, დანარჩენები ახლა სუნთქვას შევძლებთ“, – განაცხადა ჰიუსტონის მერმა.

 

მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის ოფიცრის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ეკლესიაში გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდს კონგრესის წევრები, ქალაქ ჰიუსტონის მერი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწრებიან.

 

სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრები და ახლობლები პირლენდში გაემგზავრებიან, სადაც ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. დაკრძალვის ცერემონიას დაახლოებით 500 ადამიანი დაესწრება.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

 

big_banner
არქივი