logo_geo
მაია ბუწაშვილი: ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ახალი ტალღის აღმავლობა
- +

11 ივნისი. 2020. 02:31

 

 

კორონავირუსმა ჯერჯერობით არ მოიცვა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომ გამომუშავებულიყო იმუნიტეტი და ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ. ეს ერთი ფაქტორია, რომელიც ეპიდემიების დამარცხებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მეორე ფაქტორია ის, რომ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

 

გარანტია იმისა, რომ კორონავირუსისგან დაცული იქნება მსოფლიო მოსახლეობა, ვაქცინის შექმნის შემდეგ იქნება, როცა ამ ვირუსის წინააღმდეგ მასიური ვაქცინაცია დაიწყება. ვინაიდან ეს უახლოეს პერსპექტივაში არ არის, ყველა მოელის იმას, რომ ისევ იქნება აფეთქებები, თუმცა ეს იქნება შემოდგომაზე თუ როდის, ამის შესახებ ჯერჯერობით რაიმე დასაყრდენი გათვლები არ არის. ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ახალი ტალღის აღმავლობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

მისი თქმით, შემოდგომაზე ახალი ტალღის მოლოდინი იმიტომ არის, რომ თუ სეზონური გრიპებისა და კორონავირუსის ზედდება მოხდა, ეს ეპიდემილოგიურ სიტუაციას განსაკუთრებით გაართულებს და ჯანდაცვის სისტემას განსაკუთრებულად დიდ პრობლემებსა და რისკებს შეუქმნის.

 

ჩვენს მოსახლეობას ვთხოვთ, როგორც კი გაჩნდება ვაქცინა, მასიურად აიცრას ყველა, იმიტომ, რომ თუნდაც გრიპის ფაქტორი იყოს შედარებით ნაკლებად აქტუალური. ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ყოველთვის ყველა ცუდი ვარიანტი და უარესი სცენარი“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი