logo_geo
რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიული აღნიშვნით დარეგისტრირდება
- +

11 ივნისი. 2020. 18:44

 

 

საქპატენტის ინფორმაციით, ატმის სპეციფიკაციის პირველადი სამუშაო ვერსია უკვე მზად არის.

 

„გურჯაანის ატმისა და რაჭული ლორის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია შეიქმნა. რეგისტრაცია ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ ასოციაციად ჩამოყალიბებას და თავად პროდუქტის პოპულარიზაციას“,- აცხადებენ საქ პატენტში.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი მიიჩნევს, რომ გურჯაანის ატმის გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირება, ფინანსურადაც მომგებიანი იქნება.

 

„ამ წუთშიც მოთხოვნა ატამზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოება. ჩუმლაყში ბაზარი გვაქვს მოწყობილი, 20 სამაცივრე მეურნეობა მუშაობს.

 

ეს დიდი სტიმული იქნება ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისათვის. წელს 35 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით. ეს რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს, რომ მოსახლეობამ მეტი შემოსავალი მიიღოს“, -განაცხადა ხანდამაშვილმა.

 

ატმის სპეციფიკატი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ექსპერტებმა, ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით დაამუშავეს.

 

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მხოლოდ 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელებაა დაცული. მათ შორისაა, ქინძმარაული, ხაშმის საფერავი, ახაშენი და ჩურჩხელა.

 

 

 

 

big_banner
არქივი