logo_geo
პაატა იმნაძე: თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, მაგრამ ელემენტარული წესები დავიცვათ
- +

12 ივნისი. 2020. 10:29

 

 

„მე მესმის, „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“, ეს ყველას უყვარს და ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი თავი არ ვაიძულეთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, ინფექცია ისევ გავრცელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

 

„სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან სუფრებს აწყობენ, დაემართებათ კორონა და მერე იტყვიან, რას უყურებდნენო.

 

ახლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენს თავს და პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის – შევეგუებით, ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრებას? – კორონას ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი