logo_geo
ჰიუსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს
- +

12 ივნისი. 2020. 14:05

 

 

 

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

 

2.1 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ჰიუსტონის ერთ-ერთ პარკში 1992 წლიდან დგას. აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლების ფონზე მთელი ქვეყნის ფარგლებში კოლუმბის ძეგლებზე თავდასხმის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

 

ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მაიამიში მოხდა, სადაც ქანდაკება ასევე წითელი საღებავით შეღებეს. „სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ვანდალურ აქტთან დაკავშირებით პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა.

 

ბოსტონში კი, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოტეხეს.

 

რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტები აშშ-ში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლების აღებას ითხოვენ, რომლებიც კოლონიალიზმსა ან მონათმფლობელობასთან იყვნენ კავშირში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი