logo_geo
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გახანგრძლივდა
- +

12 ივნისი. 2020. 14:09

 

 

 

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივეს. მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა 13 ივნისს იწურებოდა.

 

მთავრობა განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აუცილებელია, რადგან ქვეყანაში უკვე 15 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 612 ახალი შემთხვევა.

 

 

big_banner
არქივი