logo_geo
დონალდ ტრამპი: რელიგიურები ხართ თუ არა, იმედია, წაიკითხავთ ამ საოცარ წერილს, რომელიც არქიეპისკოპოსისგან მივიღე
- +

12 ივნისი. 2020. 14:35

 

 

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თვითერზე“ არქიეპისკოპოსი ვიგანოს წერილს აქვეყნებს.  წერილში არქიეპისკოპოსი კარლოს მარია ვიგანო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი კრიზისები - კორონავირუსის პანდემია და ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული არეულობა, კეთილ და ბოროტ ძალებს შორის მუდმივი ბრძოლის ნაწილია.

 

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს მიმართავს  და წერს:

 

 „პატივი მერგო მიმეღო საოცარი წერილი არქიეპისკოპოს ვიგანოსგან, იმედი მაქვს ყველა, რელიგიური თუ არარელიგიური, წაიკითხავთ მას.“

 

"ქართული აზრი" გთავაზობთ არქიეპისკოპოს ვიგანოს მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილ წერილს, რომელიც lifesitenews-მა გამოაქვეყნა.

 

„ბატონო პრეზიდენტო

 

ბოლო თვეებია ჩვენ მოწმენი გავხდით ორი დაპირისპირებული მხარის, რომლებსაც მე ბიბლიური სინათლის შვილებს და წყვდიადის შვილებს დაპირისპირებას დავარქმევდი. სინათლის შვილები კაცობრიობის ყველაზე შესამჩნევი ნაწილია, წყვდიადის შვილები კი, აბსოლუტური უმცირესობა. და მაინც, პირველები თავისებურად, დისკრიმინირებულნი არიან, რაც მათ მორალური არასრულფასოვნების მდგომარეობაში აყენებს თავის მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ხშირად  სტრატეგიულ ადგილებს იკავებენ. აუხსნელი გზებით, სიკეთე მძევლად ჰყავთ ბოროტებს. ვინც ბოროტებს ეხმარება მხოლოდ ანგარების, ან შიშის გამო.

 

ეს ბიბლიური წარმოშობის ორი მხარეა, რომელიც მკვეთრად არის გამიჯნული, როგორც ქალის და გველის შთამომავლები. ერთ მხარეს არიან მართალლები, რომლებსაც ათასი სისუსტე და ნაკლი აქვთ, მაგრამ მოწოდებულნი არიან სიკეთისთვის, წესიერებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, შრომისთვის, ქვეყნისთვის, ღატაკების დახმარებისთვის. ეს ადამიანები,  ღმერთის რჯულის მიხედვით, ზეციურ სასუფეველს მოიპოვებენ.

 

მეორე მხარეს არის ისინი, რომლებსაც  მორალური პრინციპები არ გააჩნიათ და უნდათ ოჯახის, ერის დანგრევა, მუშების ექსპლუატაცია, რათა უსამართლოდ გამდიდრდნენ, გააღვივონ შიდა კონფლიქტები და გარე ომები, მოაგროვონ სიმდიდრე და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. მათთვის დროებითია კეთილდღეობა. ერთ დღეს თუ არ მოინანიებენ - საშინელებად დაადტყდებათ თავს და ღმერთისგან შორს, სამუდამოდ დაწყევლინნი იქნებიან.

 

ბატონო პრეზიდენტო, საზოგადოებაში  ორი დაპირისპირებული მხარე მუდმივად იარსებებს, როგორც ღმერთი და სატანა. როგორც ჩანს, წყვდიადის შვილებმა, რომლებსაც თქვენ ასე ეწინააღმდეგებით და ასე გებრძვიან, გადაწყვიტეს, გახსნან თავიანთი ბანქო, ასე ვთქვათ, განახორციელონ თავინათი გეგმები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს აკონტროლებენ.  როგორც ჩანს, დაკარგეს სიფრთხილე, რომლის მეშვეობითაც ნიღბავდნენ თავიანთ ზრახვებს. კვლევები მალე გამოაჩენს ნამდვილ დამნაშავეებს, ვინც მართავდა საგანგებო ვითარებას კოვიდის დროს, არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მასმედიაში. სავარაუდოდ, მალე აღმოვაჩენთ, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც კაცობრიობის ბედი გადაწყვიტეს. მათი მიზანია იმოქმედონ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლების და  მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

ჩვენ ასევე გავიგებთ, რომ ამ დღეებში მომხდარი არეულობა პროვოცირებული იყო მათ მიერ, ვინც დაინახა, რომ ვირუსი სუსტდებოდა, პანდემიის წინაშე სოციალური შიში ქრებოდა. ამიტომ, მათ აუცილებლად ჩათვალეს, პროვოცირება მოეხდინათ სამოქალაქო არეულობის, რათა ამას მოყოლოდა რეპრესიები, რომელიც, კანონიერი იქნება, მაგრამ ხალხის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება.

 

იგივე ხდება ევროპაში, სრულიად სინქრონულად. ნათელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბოროტი ძალის მიზნებში, რომლებიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კეთილსინდისიერ ძალებს დაუპირისპირდება. რამდენიმე თვეში,  ალბათ დავინახავთ, რომ ვანდალიზმის უკან იმალებოდნენ ისინი, ვინც საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოშლის შემდეგ სარგებლის მიღება სურდათ, რათა აეშენებინათ სამყარო თავისუფლების გარეშე. როგორც ამას მასონური ანდაზა ასწავლის.

 

შეიძლება, დამაბნეველია, მაგრამ ჩემს მიერ აღწერილი შეხედულება რელიგიური წრეებისთვის კარგად ნაცნობია. არიან ნამდვილი მწყემსები, რომლებიც ზრუნავენ ქრისტეს ცხვრებზე, მაგრამ არიან დაქირავებული-ურწმუნოები, რომლებიც ილტვიან ფარის დაშლიკენ, რათა ცხვრები მშიერ მგლებს მიუგდონ შესაჭმელად. რა გასაკვირია, რომ ეს დაქირავებულები  წყვდიადის შვილების მოკავშირეები არიან და სძულთ სინათლის შვილები. არსებობენ ეკლესიები, რომლებიც ღმერთის წინაშე, მათი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობენ. ასე რომ, უცნობ მტერთან მებრძოლი კეთილი ხელისუფლებების გარდა, ეკლესიის წიაღშიც უხდებათ კეთილ მღვდლებს ბოროტებთან ბრძოლა. ეს სულიერი ბრძოლაა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ვაჟკაცურად იბრძვის სიცოცხლის უფლებისთვის, რომელსაც არ რცხვენია დაგმოს  ქრისტიანების დევნა მთელ მსოფლიოში. რომელიც ლაპარაკობს იესო ქრისტეზე და ადამიანების რწმენის უფლებაზე. თქვენი მონაწილეობა „სიცოცხლის მარშში“ და აპრილის „ბავშვთა დაცვის ეროვნულ თვედ“ გამოცხადება – აჩენს, თუ რა მიმართულებით აპირებთ ბრძოლას, გავკადნიერდები და მჯერა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ, თუმცა განსხვავებული იარაღებით.

 

მიმაჩნია, რომ მედიის მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც ჩვენზე განხორციელდა იოანე პავლე მე-2-ის საკურთხევლის მონახულების შემდეგ, მიმართულია არა რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, არამედ კონფლიქტის გასაღრმავებლად. ეს ემსახურება არა სამართლიანობისთვის ბრძოლას, არამედ ძალადობის და დანაშაულის დაკანონებას. არა სიმართლის, არამედ ერთი გარკვეული პოლიტიკური ფრაქციის სასარგებლოდ მსახურებას. ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ არიან ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვამხილე. ისინი მოწინააღმდეგე მხარეს დგანან, ემორჩილებიან გლობალიზმს, ერთობლივ აზროვნებას, ახალ მსოფლიო წესრიგს, ისინი ამას უნივერსალური ძმობის სახელით ქადაგებენ, რომელშიც არაფერია ქრისტიანული, მაგრამ რომელიც ესადაგება მასონურ იდეალებს, მათ, ვისაც სურს მსოფლიო ბატონობა, ღმერთის განდევნა ეზოებიდან, სკოლებიდან, ოჯახებიდან და შესაძლოა, ეკლესიებიდანაც კი. 

 

ამერიკელი ხალხი გაიზარდა და ახლა უკვე ხედავს, როგორ ცდილობენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, დამალონ სიმართლე, დაამახინჯონ და გაავრცელონ სიცრუე, რომელიც მათ ბატონებს სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ სიკეთის მხარეს მყოფებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, გამოიღვიძონ და არ დაუშვან,  უსამართლო ადამიანებისგან შემდგარმა უმცირესობამ ხალხი მოატყუოს საზარელი მიზნებისთვის. აუცილებელია, რომ სიკეთის, სინათლის შვილები ერთად შეიკრიბონ, რათა მათი ხმა შეისიმინოს უფალმა, რათა დაიფაროს ამერიკა და მთელი სამყარო მტრის თავდასხმისგან.  რომელია ამისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ბატონო პრეზიდენტო, ვიდრე ლოცვა უფლის მიმართ. ლოცვის ძალით, წყვდიადის შვილთა სიცრუე გამჟღავნდება, მათი ღალატი ცხადი გახდება.

 

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ლოცვა მიმართულია ამერიკელი ხალხის მიმართ. მე მათთან გამომგზავნა რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ. კაცობრიობისთვის ამ დრამატულ და გადამწყვეტ საათებში  ვლოცულობ თქვენთვის, ასევე მათთვის, ვინც თქვენს მხარეს დგას ხელისუფლებაში. მე მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი გაერთიანდება ყოვლისშემძლე უფლის მიმართ ლოცვაში.

 

კაცობრიობის უხილავი მტრის წინააღმდეგ გაერთიენებული, მე გლოცავთ თქვენ და პირველ ლედის, საყვარელ ამერიკელ ხალხს და ყველა კეთილი ნების ქალსა და მამაკაცს,“ - წერს არქიეპისკოპოსი კარლოს მარია ვიგანო.

 

 

big_banner
არქივი