logo_geo
როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები
- +

12 ივნისი. 2020. 15:08

 

 

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, აქვეყნებს ევროკავშირში არსებული სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ  დეზინფორმაციული ახალი ამბები.

 

ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ დეზინფორმაციის ამოცნობაში:

 

ინფორმაციის გავრცელებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ წყარო. დარწმუნდით, რომ ინფორმაცია გავრცელებულია ოფიციალური და სანდო წყაროების მიერ.

 

ყურადღება მიაქციეთ ბმულს- ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, იყენებენ სანდო წყაროებთან მიმსგავსებულ ვებგვერდების მისამართებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, კარგად დავაკვირდეთ ბმულს და დავრწმუნდეთ მის სანდოობაში.

 

გადაამოწმეთ ფაქტები- დარწმუნდით სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეში. გადაამოწმეთ ინფორმაცია სხვა წყაროებში.

 

გადაამოწმეთ თარიღები- ყალბი ამბების გამავრცელებლები, ხშირად ავრცელებენ ძველ, არარელევანტურ ამბებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ თარიღები და დარწმუნდით, რომ ინფორმაცია არის ახალი.

 

ყურადღება მიაქციეთ სათაურს - ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები იყენებენ სენსაციურ სათაურს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სტატიის ძირითად ტექსტს.

 

კარგად დააკვირდით ფოტოებს- ყალბ ახალ ამბებს ხშირად ახლავს ფოტოები, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყანაში/სხვა დროს იყოს გადაღებული. დააკვირდით ფოტოებს და შეეცადეთ იპოვოთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ასევე, გამოიყენეთ ფოტო-საძიებო სისტემები.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი