logo_geo
ლაშა ტალახაძე: არსად არ მივდივარ! ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები!
- +

12 ივნისი. 2020. 18:20

 

 

 

ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, ქართველი სპორტსმენი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს. ლაშა ტალახაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა, როგორც ვხვდები, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განვმარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა, როგორც ხედავთ, არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს, არც კი დავინტერესებულვარ, რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვი,ს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.

 

რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს, თუ როდის შევძლებთ სრულფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს, მიხვდებით, რომ სხვას არაფერს ვამბობ. მადლობა, პირიქით, ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც არის ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი