logo_geo
თამუნა მუსერიძე: ისევ გოგოს ველოდებით და ისევ თავს იკლავს ჩემი ქმარი...
- +

13 ივნისი. 2020. 00:14

 

 

 

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე მეორე შვილს ელოდებიან, როგორც თამუნა ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, მეორეც გოგონაა. თამუნა მუსერიძეს წინა ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს და ახლა მესამე შვილის დედა გახდება. სანდროს პირველი ქორწინებიდან გოგო ჰყავს.

 

თამუნა მუსერიძე:

 

ისევ გოგოა და თავს იკლავს ჩემი ქმარი, თუმცა ახლა თავს იმშვიდებს, ყველას კი არ ჰყავს სამი გოგო, სამი სიძე მეყოლებაო. მოკლედ, გულს იმაგრებს.

 

როგორც ტელე-რადიო წამყვანი ინტერვიუში აღნიშნავს,  კარანტინი მათმა ოჯახმა ფინანსური თვალსაზრისით ცუდად გადაიტანა, რადგან ხელფასი მხოლოდ სანდროს ერიცხებოდა და ამ თანხით სამი ბავშვის, ფეხმძიმე ცოლის და კიდევ ორი ადამიანის რჩენა ძალიან გაუძნელდათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი