logo_geo
პაატა იმნაძე: ყველას ეგონა, ქართველი ღვედს არასდროს გაიკეთებდა, მაგრამ საჯარიმო სანქციებმა გააკეთებინა
- +

13 ივნისი. 2020. 10:53

 

 

“გამოსავალი არ გვაქვს, ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა. მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

პაატა იმნაძის განცხადებით, აუცილებელია წესების დაცვა.

 

„ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშოა, თუმცა ძალიან საყურადღებოა.

 

ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რაც არის უმარტივესი – ნიღაბი დახურულ სივრცეში, მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება.

 

ვერ გეტყვით, საჯარიმო სანქციები ამაზე რამდენად იმოქმედებს, თუმცა, ხომ გახსოვთ, ყველას ეგონა, რომ ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ საჯარიმო სანქციებმა ყველას გააკეთებინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი