logo_geo
მთავრობის ინიციატივით, ტურისტულ ლოკაციაზე შესვლა უფასო ან შეღავათიანი ფასით იქნება შესაძლებელი
- +

13 ივნისი. 2020. 16:03

 

 

15 ივლისიდან, თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, ყველა ტურისტული ობიექტი ადგილობრივი ვიზიტორებისთვის გაიხსნება. ქვეყნის მასშტაბით ყველა ასეთი ადგილი შესაბამისად აღიჭურვება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების მიხედვით გადაეწყობა.

 

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში შიდა ტურიზმის ტენდენცია მზარდია. შიდა ტურიზმის მნიშნელოვანი კომპონენტია გასტრო ტურიზმი, რესტორნები, საოჯახო მარნები და ეთნო სოფლები, რომლებიც შიდა ტურიზმის ნაწილში ადგილობრივი მომხმარებლების გემოვნებასა და შესაძლებლობებზე გადაწყობას გეგმავენ.

 

გასტრო-ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლის ქეთევან კვაჭაძის განცახდებით, გასტრო-ტურიზმს მიმდინარე წელი მუშაობა თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს. რესტორნების ნაწილი, რომლებიც უცხოელი ტურისტსა და მის გემოვნებაზე იყვნენ მორგებული, ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნებასა და შესაძლებლობებზე გადართვას გეგმავენ.

 

„მსოფლიოში არსებობს იმის გამოცდილება, რომ მათ ადაპტაცია მოახდინეს და შექმნილ სიტუაციაზე მორგება, უფრო იაფიანი პროდუქტის მოხმარებით და ფასების დაწევით გადაწყვიტეს. უკვე საქართველოშიც გვაქვს ამის არაერთი მაგალითი“, - აცხადებს გასტრო-ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლი.

 

სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუნებრივია შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მაგრამ გაზრდილ შიდა ტურისტულ ნაკადს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მნიშნელოვანი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია.

 

2019 წელს შიდა ტურიზმის მაჩვენებელი თვიურად 1,1 მილიონი იყო. ქართველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე გასული წლის მესამე კვარტალში 1,4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტია.

 

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის 2019 წელი გამორჩეული არამხოლოდ 9 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორით და რვანახევარ მილიარდ ლარამდე შემოსავლით იყო, ქართველების საზღვარგარეთ ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმიც დაფიქსირდა. გასულ წელს ქართველებმა საზღვარგარეთ 2,4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს და 2.1 მილიარდი ლარი დახარჯეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი