logo_geo
გიორგი გახარია ცოლ-შვილთან ერთად საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
- +

14 ივნისი. 2020. 20:51

 

 

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს. გიორგი გახარია ღონისძიებაზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან და 10 წლის ქალიშვილთან - ანასთან ერთად მივიდა.

 

გიორგი გახარიას მეუღლე 37 წლის ექიმი მარიკა ფანცულაიაა. იგი „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. მათ ერთადერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ, რომელიც მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე იყო.

 

„კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდა თაობას, რომლებიც ყოველგვარი თხოვნის გარეშე დადგნენ ის, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, - განაცხადა ღონისძებაზე გიორგი გახარიამ.

 

 

 



 

 




 

 

 

 

big_banner
არქივი