logo_geo
ბოლივუდის ვარსკვლავი სუშან სინგჰ რაჯპუტი 34 წლისა გარდაიცვალა
- +

14 ივნისი. 2020. 22:04

 

 

 

ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, სუშან სინგჰ რაჯპუტი 34 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ მსახიობმა თავი მოიკლა. მუმბაის პოლიცია სწორედ ამ ვერსიას განიხილავს. რაჯპუტის გარდაცვალებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

 

ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ რაჯპუტის ყოფილი მენეჯერი, 28 წლის დიშა სალიანი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი