შვეიცარიაში, ერთ-ერთ მატარებელში მგზავრს ოქროთი სავსე ჩანთა დარჩა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 3 კილოგრამი ძვირფასი ლითონი მატარებელში 2019 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ სამართალდამცველები ჩანთის მფლობელს ეძებენ. ოქროს ღირებულება 191 ათას დოლარს შეადგენს.
მფლობელს ჩანთის წასაღებად 5-წლიანი ვადა აქვს, თუმცა უცნობია როგორც დაუმტკიცებს ის პოლიციას, რომ ოქრო სწორედ მას ეკუთვნის. აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებმა ახლა მხოლოდ იმიტომ განაცხადეს, რომ უიღბლო მგზავრის პოვნას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ.