logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

15 ივნისი. 2020. 10:36

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი