ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
„ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა!
პატარა ლიკლიკები კადრზე ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტმა აღბეჭდა!
საქართველოში ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით წარმატებით ხორციელდება,“ - წერია სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე.