logo_geo
დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს
- +

17 ივნისი. 2020. 18:18

 

დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუკის ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის მოსახლეობის თითქმის 50% სუნთქავს ჰაერს, რომელშიც აეროზოლებისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციაა.

 

კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ ადამიანების უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Climate and Atmospheric Science გამოქვეყნდა.

 

„ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით განხორციელებულმა ხანგრძლივმა ზომებმა მსოფლიოს არაერთ რეგიონში სასურველი შედეგი გამოიღო. თუმცა მეორე მხრივ, დედამიწაზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე კვლავ იზრდება ან საგანგაშო, ნორმაზე ხუთჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე რჩება“, - აცხადებს ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი გევინ შედიკი.

 

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი კვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი