logo_geo
საპატრიარქო მედიასთან ურთიერთობის ფორმას ცვლის
- +

18 ივნისი. 2020. 10:43

 

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ მედიასთან ურთიერთობის ფორმას ცვლის.

 

ჯაღმაიძის განცხადებით, ბოლოს დროს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია სასულიერო პირების შესახებ.

 

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კორექტული ურთიერთობა იმ მედიასაშუალებებთან, რომლის ეთერშიც მსგავსი სიუჟეტები გავიდა.

 

ვცდილობთ მაქსიმალურად, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ რა ხდება საპატრიარქოს ირგვლივ.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ფუნქცია სწორედ მსგავსი ცილისწამებისთვის ნათელის მოფენება, ცრუბრალდებების აღმოფხვრა და ეკლესიის რეალური მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებისთვის მართებული ინფორმაციის მიწოდებაა“,- განამრტავს ჯაღმაიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი