logo_geo
ვიზიტორების მისაღებად ვარძია და უფლისციხე მზადაა
- +

18 ივნისი. 2020. 13:46

 

 

20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება. შიდა ტურიზმის ფარგლებში, ვიზიტორების მომსახურებას მიმდინარე კვირიდან, უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები განაახლებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე მზადაა აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას. ამასთან, ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის სააგენტო მის მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთებს შეცვლის. მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება. ამავდროულად, სააგენტოს აქტიური ძალისხმევით მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება.

 

სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ის ობიექტები მოინახულეს, რომლის სახით 2021 წლიდან ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს ახალ შემეცნებით გასართობი სივრცეები ექნებათ ხელმისაწვდომი. ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც. აღნიშნულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოები განხორციელების ეტაპზეა და მათი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი