logo_geo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია
- +

18 ივნისი. 2020. 16:29

 

 

„დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი, ამიტომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, არც სწავლას,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში გაიმართა.

 

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო.

 

„დღეს ქვეყანაში გვაქვს 893 შემთხვევა. ხუთი არის ახალი. ხუთივეს წყარო დადგენილია. არიან ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები. ოთხი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი იმპორტირებული შემთხვევა. ყველას კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ელჩებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია მოვახსენე. რას ვაკეთებთ, როგორია ჩვენთან ტესტირება, როგორ ვიკვლევთ მოსახლეობას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კითხვაზე, როგორც ჩატარდება არჩევნები, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი, ამიტომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, არც სწავლას“.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები ეპიდემიისა და პანდემიის პერიოდში რა ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი