logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
- +

18 ივნისი. 2020. 17:41

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

 

მხარეებმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს NATO-სთან თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას.

 

პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი შეცვალა, რომელიც SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.

 

 

 

big_banner
არქივი