logo_geo
გოგონამ ინტერნეტით ბიჭი გაიცნო, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა ვინ იყო ის სინამდვილეში
- +

18 ივნისი. 2020. 17:46

 

 

ეს ისტორია ნამდვილ ზღაპარს მოგაგონებთ, სადაც კონკია ცოლად ნამდვილ პრინცს მიჰყვება, უფრო სწორად, კი ერთ ვიეტნამელ მილიონერს. ონლაინ გაცნობას ბევრი ადამიანი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, და არც თუ უსაფუძვლოდ, თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს... როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზოგიერთი ისტორია, მართლაც, რომ ბედნიერი ფინალით სრულდება. აი, მაგალითად როგორც ამ შეყვარეული წყვილის სიყვარულის ამბავი.

 

ვიეტნამელმა გოგონამ ჰირენ ვან ანმა გაცნობის ერთ- ერთი საიტის მეშვეობით, საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ვიეტნამელი ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო, მოგვიანებით კი წვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდა, ასე გადაიზარდა მათი ვირტუალური ურთიერთობა რეალურში. შეყვარებულები ერთმანეთს მთელი ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდნენ, რის შემდეგაც წყვილმა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

გოგონას მშობლები შვილის ქორწინებასთან დაკავშირებულ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ წყვილს ერთმანეთის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად დრო სჭირდებოდა. თუმცა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ოჯახი, მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნა და საბოლოოდ, ქორწინებისთვის მშობლების თანხმობაც მიიღო. მდიდრული ქორწილის შემდეგ კი, პატარძალს ნამდვილი სიურპრიზი ელოდა - მისი ახალგაზრდა მეუღლე არც მეტი, არც ნაკლები ნამდვილი მილიონერი აღმოჩნდა.

 

ასე, იპოვა სოციალური ქსელის საშუალებით მილიონერმა მამაკაცმა ნამდვილი სიყვარული.

 

დღესდღეობით, ბედნიერი წყვილი ორ შვილთან ერთად, ოჯახური იდილიით ტკბება. და ვინ თქვა რომ სასწაულები არ ხდება?

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი