logo_geo
75-დღიანი მკურნალობის შემდეგ 83 წლის მამაკაცმა Covid-19 დაამარცხა
- +

18 ივნისი. 2020. 17:59

 

 

 

83 წლის ფლორიდელი მამაკაცი კორონავირუსთან 75-დღიანი ბრძოლის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

 

ლორენცო როდრიგესს ვირუსზე დადებითი შედეგი მარტში დაუდგინდა, როდესაც ცხელებამ შეაწუხა. სამი დღის მერე, როცა იგი სამხრეთ ფლორიდის ბაპტისტთა საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სასუნთქ აპარატზე, რათა მისი ფილტვებისთვს დახმარება აღმოეჩინათ.

 

შეიქმნა საზარელი ვითარება, თუმცა ესტერ სილვამ იცოდა, რომ მამამისი ნამდვილი მებრძოლია.

 

“მწამდა, რომ ამ დაბრკოლებას გადავლახავდით. იგი ისეთი ამტანია, ვიცოდი, რომ არ დანებდებოდა,” – ამბობს ესტერი.

 

პროგრესის გარეშე მიდიოდა კვირები, სანამ სილვამ სამედიცინო პერსონალს პლაზმით მკურნალობა არ თხოვა, რომლის შესახებაც მან ტელევიზორით შეიტყო. როდრიგესმა ექსპერიმენტული მკურნალობა დაიწყო, შემდეგ კი საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.

 

“იმ ღამეს შევიტყე, რომ მამაჩემმა მკლავებისა და თვალების გამოძრავება შეძლო. ეს დაუჯერებელი იყო, უფალმა ჩემი ვედრება შეისმინა,” – განაცხადა სილვამ.

 

როდრიგესმა რამდენიმე კვირიანი მკურნალობის კურსის განმავლობაში ეტაპობრივად მოიკრიბა ძალები. მას შემდეგ, რაც თირკმლის პრობლემა, სისხლის წნევის საკითხი და პნევმონია ერთიანად გადაილახა, პაციენტი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს. გარკვეული პერიოდი იგი ვერ იღებდა საკვებსა და სასმელს, რადგან ორგანიზმი ყველაფრის მიღებას საკვები მილის მეშვეობით იყო მიჩვეული.

 

მიუხედავად ყველაფრისა, მისი სიმტკიცე არ შერყეულა.

 

“მე მას ვეუბნებოდი, რომ თავისი ძალების 150 % უნდა გამოევლინა, უნდა ებრძოლა და მან ეს გააკეთა.”

 

75 დღიანი ბრძოლის შემდეგ, როდრიგესმა Covid-19 – ის ტესტზე უარყოფითი პასუხი აჩვენა და სამედიცინო პერსონალის აპლოდისმენტების ფონზე საავადმყოფოც დატოვა. ეს იყო მომენტი, რომელიც მამას და ქალიშვილს არასდროს დაავიწყდებათ.

 

“როდესაც მამა დავინახე, განცვიფრებას ვერ ვმალავდი, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. მე დედისერთა ვარ და მამა ჩემი გმირია, ის ძალიან ბედნიერი იყო. მისი კარგად ყოფნისთვის შემიძლია მთები გადავდგა და ყველაზე საოცარი იყო მისი დანახვა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გადაიტანა,” – განაცხადა ესტერ სილვამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი