logo_geo
რობოტი პეპერი მოქალაქეებს COVID-19-ის წინააღმდეგ რეკომენდაციებს აძლევს
- +

19 ივნისი. 2020. 01:08

 

 

 

რობოტი „პეპერი“ მოქალაქეებს კოვიდ19-ისგან დასაცავად რჩევებს აძლევს. „ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ხველებისა და ცემინებისას აიფარეთ ცხვირსა და პირზე მოხრილი იდაყვი, დაიცავით სოციალური დისტანცია“ - ეს რეკომენდაციები მაყურებელს პეპერმა „ღია ეთერში" მისცა.

 

„პეპერი“ ამბობს, რომ საქართველოში საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა, რათა ქვეყანას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. „მე და ჩემი ტყუპისცალი და ჩამოვედით, რომ დაგეხმაროთ შეასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები და დაამარცხოთ ვირუსი. მე ჯერაც ვსწავლობ ქართულს. გამარჯობა, საქართველო“ - ასე მიესალმა პეპერი „იმედის" მაყურებელს.

 

„პეპერი“ არის SoftBank Robotics-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელსაც შეუძლია იყოს სამედიცინო ასისტენტი - განახორციელოს ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა ტელემედიცინის მიზნებისთვის, დისტანციურად დააკავშიროს პაციენტი ექიმს, შეკრიბოს ანამნეზი და სხვა. ასევე შესთავაზოს მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისი, დაეხმაროს სტუმრებს სასტუმროსა თუ სხვა საჯარო სივრცეში ინფორმაციის მიღებაში. პეპერის როლი მნიშვნელოვანია განათლებაში, როგორც ტექნოლოგიურ, ასევე პროფესიულ სწავლებაში და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო კუთხით.

 

რობოტი „პეპერი„ თავის დამხმარედ კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წლიური ანგარიშისას წარადგინა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი