logo_geo
ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
- +

19 ივნისი. 2020. 15:19

 

ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც Covid-19-ი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

საავადმყოფოს განცხადებით, ბავშვს ახალი კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

 

„სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. მისი გადარჩენის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

 

სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. ბავშვს ახალი კორონავირუსი ჰქონდა. თუმცა, დადასტურებული არ არის გამოიწვია თუ არა COVID-19-მა ბავშვის გარდაცვალება“,- აცხადებს საავადმყოფოს წარმომადგენლობა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი