logo_geo
ბიონსემ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა
- +

20 ივნისი. 2020. 16:55

 

 

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ პოლიციელის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

Black Parade (შავი დემონსტრაცია/აღლუმი) - ასე ჰქვია ახალ ნამუშევარს, რომელშიც მომღერალი ფერადკანიანთა ისტორიაზე, პოლიციის სისასტიკესა და ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მღერის.

 

„ასწიეთ მუშტები ზემოთ, აჩვენეთ შავი სიყვარული, საჭიროა მშვიდობა და კომპენსაცია ჩემი ხალხისთვის“ - მღერის პოპვარსკვლავი.

 

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი