logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

21 ივნისი. 2020. 10:52

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი