logo_geo
"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღვაო კატასტროფას გადაურჩა
- +

21 ივნისი. 2020. 19:10

 

 

თუ გემის დაღუპვას ცოცხალი გადაურჩით, თავს შეგიძლიათ იღბლიანი უწოდოთ და დარწმუნებულები ვართ, გემის ბორტზე ფეხს აღარასდროს აადგამთ. თუმცა, ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი ყველაზე იღბლიანი ქალია. ის სამი ტრანსატლანტიკური ლაინერის დაღუპვას გადაურჩა. ესენია "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკა". უფრო მეტიც, პენსიაზე გასვლამდე გემებზე მუშაობდა.

 

ვაიოლეტ ჯესოპი 1887 წლის 2 ოქტომბერს არგენტინაში დაიბადა. ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში მეცხრე ბავშვი იყო. ბავშვობაში ტუბერკულოზი შეეყარა და ექიმებმა რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუმცა გოგონამ დაავადება დაამარცხა და ჯანსაღი იყო სიცოცხლის ბოლომდე.

 

დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა. მანამდე გოგონა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. ოჯახს მძიმე ტვირთად რომ არ დასწოლოდა და და-ძმების გამოსაკვები ფული ჰქონოდა, ვაიოლეტი სამგზავრო ლაინერზე სტიუარდესად მოეწყო. სადაც მანამდე დედამისი მუშაობდა. თუმცა, მისი სამსახურში აყვანა გართულდა. იმ პერიოდში ლაინერზე საშუალო ასაკის ქალბატონები მუშაობდნენ, ვაიოლეტი კი 21 წლის გახლდათ. მის სინორჩესა და მიმზიდველობას შეიძლება უსიამოვნება გამოეწვია მგზავრებსა და ეკიპაჟის თანამშრომლებს შორის. კარიერის განმავლობაში ჯესოპმა ხელის თხოვნის სამი შემოთავაზება მიიღო. ერთ-ერთი ზღაპრულად მდიდარი მგზავრი გახლდათ.

 

 

1908 წელს, ვაიოლეტ ჯესოპი White Star Line-ის კომპანიაში აიყვანეს სამუშაოდ და აქედან იწყება მისი თავგადასავალი. მისი პირველი გემი "მაჯესტიკი" იყო. მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, თვეში 2,10 გირვანქა სტერლინგი გამოსდიოდა (200 გირვანქა სტერლინგი დღევანდელი კურსით), სამუშაო მოსწონდა. მგზავრებიც მუდამ კმაყოფილები იყვნენ მისით. შემდეგ კი "ოლიმპიკი" გახლდათ. რომელიც 1911 წლის 20 სექტემბერს კრეისერ "ჰოუკს" შეეჯახა. კატასტროფა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ "ტიტანიკის" შემთხვევაში მსოფლიო კატასტროფა დატრიალდა. კომპანიაში იცოდნენ გამოცდილი და გულისხმიერი ვაიოლეტის შესახებ და მდიდრულ ლაინერზე მიიპატიჟეს სამუშაოდ.

 

 

გემის ბედი ყველამ იცით, იგი აისბერგს შეეჯახა და 1500 ადამიანი გარდაიცვალა. ვაიოლეტ ჯესოპი მე-16 ნომრის ნავში იჯდა. აი, რას იხსენებდა მოგვიანებით: "ქალები ქმრებს ემშვიდობებოდნენ, ბავშვებსაც ატანდნენ, მაგრამ თავად, შიშის გამო, არაფრის დიდებით არ სხდებოდნენ ნავში. კაპიტანმა მიბრძანა, პირველი ჩავმჯდარიყავი ნავში, რათა მანდილოსნებისთვის მაგალითი მიმეცა".

 

გადარჩენილი მგზავრები გემმა "კარპატიამ" აიყვანა. ვაიოლეტ ჯესოპი მშვიდობით დაბრუნდა ხმელეთზე. როგორ გგონიათ, ორი კატასტროფის შემდეგ ადამიანი კიდევ აადგამს ფეხს გემზე? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვაიოლეტი სხვანაირად ფიქრობდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი