logo_geo
დაკარგული ფეხბურთელის ბიძა: ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი შოკშია და სადმე შეაფარა თავი
- +

21 ივნისი. 2020. 23:43

 

 

დაკარგული ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები მცხეთაში მიმდინარეობს.

 

არასრულწლოვანის ბიძა, მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილი შოკშია და სადმე აფარებდეს თავს.

 

„დაპირისპირება ჩვენთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შვილის კვალი სადაც იკარგება, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმ მოვლენაზე, იქამდე მოხდა თუ არა რამე გაურკვევლობა.

 

ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში, გიორგის დაცილების მომენტი არის ამოსავალი წერტილი. ბოლო კვალი არის მდინარე არაგვის ძირში, სადაც რაღაცები არის ნაპოვნი. გვიჩნდება ვარაუდის საფუძველი, რომ შეიძლება არ გვქონდეს ტრაგიკულ მოვლენასთან საქმე.

 

ცოტა რთულია, მაგრამ ვერსიის, რომ ბავშვი არც მდინარეში არის ტრაგიკულად დაღუპული და არც ფიზიკური დაპირისპირების დროს, ამის ალბათობა ჩემი აზრით 80% არის. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

 

მცხეთაში, „საბურთალოს“ აკადემიის წევრის, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი