logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა
- +

23 ივნისი. 2020. 16:26

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.

 

 

big_banner
არქივი