logo_geo
დაღუპული ფეხბურთელის ბიძა: არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი
- +

25 ივნისი. 2020. 22:54

 

 

არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში გარეთ იქნება მტკიცებულებების არარსებობის გამო“, - ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოჯახს გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე უნდობლობა არ აქვს.

 

გონივრული ვადები ყველა სისხლის სამართლის საქმისთვის არის ინდივიდუალური. როდესაც გამოძიება გონივრული ფარგლებს მიღმა გადის, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით, ამის შემდეგ ჩნდება პროტესტიც და ეს არის სამართლიანი. დღევანდელი მონაცემებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ჩვენ მივდივართ გონივრულ ფარგლებში. საზოგადოება დაინტერესებულია დამნაშავეების გამოკვეთით და თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახი როგორ არის დაინტერესებული. მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით კანონზომიერი მოვლენაა. არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში გარეთ იქნება მტკიცებულებების არარსებობის გამო. მინდა კონკრეტული დამნაშავე, რომელიც ისე დაისჯება, როგორც უნდა დაისაჯოს. საგამოძიებო ორგანოების წინაშე უნდობლობა ნამდვილად არ გვაქვს“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი