logo_geo
„ამის გამო დაიწყო კონფლიქტი" - რას წერს იურისტი
- +

26 ივნისი. 2020. 01:33

 

 

სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ცალუღელაშვილი სტატუსს აქვეყნებს და წერს 19 წლის ბიჭის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ.

 

მისი ინფორმაციით, სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო დაპირისაპირება, რომელიც წინ უძღოდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას.

 

შელაპარაკება მოყვა კითხვას, შენ რა უბნელი ხარო? როგორც მეუბნებიან, ნახალოვკელმა ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო… ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, – ყველა უცხოსო და შეიგინა.

 

 

ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა“, – წერს ლევან ცალუღელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი